ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა შეძლებისდაგვარად, დროულად, დღის განმავლობაში განახორციელოს სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია და აბონენტებისთვის ელექტროეერგიის მიწოდების აღდგენა.
გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში, გრძელდებოდა ძლიერი წვიმა და ქარი, მაღალ მთიან რეგიონებში კი ძლიერად თოვდა, რის გამოც დაზიანდა როგორც მაღალი ძაბვის, ისე დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები. ღამის განმავლობაში, 50 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, შეზღუდული აბონენტების ნაწილისთვის მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა, დილით სტიქიის გამო კვლავ მოიმატა გათიშული აბონენტების რიცხვმა. ყველაზე მეტი აბონენტი გათიშულია გურიისა და აჭარის რეგიონებში, თუმცა მცირე შეზღუდვებია სხვა რეგიონებშიც.
ენერგო-პრო ჯორჯია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.