სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, სააკაშვილის მსგავსი ადამიანები პოლიტიკაში და ქვეყნის მმართველობაში არასდროს უნდა დაბრუნდნენ.
„სააკაშვილი უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს უნდა გაბედოს, ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა. ვინც ჯანსაღად ვაზროვნებთ და სურვილი გვაქვს ამ ქვეყნის განვითარების, სურვილი გვაქვს ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების არსებობის, მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სააკაშვილი არის წარსული, ბოროტი წარსული, პირსისხლიანი და სამარცხვინო, შეიძლება ამ სიტყვებით შევაფასოთ.
ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ ვერავინ ვერასდროს ამ ქვეყანაში, რაც უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს ან პოლიტიკოსი, ვერ უნდა გაბედოს ისე მოექცეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, როგორც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. არასდროს უნდა დაბრუნდნენ ასეთი ადამიანები პოლიტიკაში და ქვეყნის მმართველობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.