შალვა ნათელაშვილი: სააკაშვილის გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში
30-11-2021, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან, კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

 


„მსოფლიომ იცის, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას, გაფრთხილებით, რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა ქართუ ბანკიდან. ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვარდების რეოლუციად შეფასებულ, პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ.

 


აღსანიშნავია ისიც,რომ იმ პერიოდში პუტინის ყველაზე საშიშ მტრებად ითვლებოდნენ სწორედ ოლიგარქები, ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი. მოკლედ, მწარე წარსულმა რაღაც მაინც უნდა გვასწავლოს“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

 


მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე, გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „პუტინმა 2007 გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ პატარკაციშვილი არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი, ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული დიდი გამოსვლები“. სააკაშვილის თქმით, პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი