კრწანისის რაიონში შემავალი 270 ჰექტარი გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა
30-11-2021, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თვითმმართველი ქალაქის თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლება და დაახლოებით 270 ჰექტარი გარდაბნის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადადის", - ამის შესახებ დღეს პლენარულ სხდომაზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რომელმაც პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარადგინა „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების-თვითმმართველ ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შეახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი.

 

 

მისი განმარტებით, მოხდა ტერიტორიის დემარკაცია და ამის ფარგლებში გადაწყდა საკითხის ამგვარად დარეგულირება.

 

 

„ეს ტერიტორია, რომლის გადაცემა თბილისიდან ხდება გარდაბნისთვის, არის კრწანისის რაიონში და დაშორებულია კრწანისისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ამ ტერიტორიის მიკუთვნება გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნული საკითხი ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო პაკეტების განხორციელებისა და მუნიციპალიტეტის გაძლიერების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა მომხსენებელმა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი