საქართველოში, პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმები დაწესდება
30-11-2021, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გაიტანა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის.

 


ფიზიკური პირის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმები გაორმაგდება.

 

 

მომხსენებლის განცხადებით, კომიტეტებში განხილვისას გამოიკვეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებითად ახალი კანონის მომზადების საჭიროება. მისი თქმით, პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა შეიმუშაოს და მიიღოს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ქვეყანაში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის, მიტოვების და მათდამი დამოკიდებულების წესებს.

 

 

„ეს არის საკითხი, რომელიც უამრავ მოქალაქეს აწუხებს, მიტოვებული ცხოველები ხშირ შემთხვევაში განიცდიან წამებას და ცუდ მოპყრობას. მანამდე მნიშვნელოვანია წარდგენილი ცვლილებების მიღება, რადგან სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი დამოკიდებულება, ხედვა ასეთი ქმედების მიმართ, რომელიც გულისხმობს შინაური ცხოველის ქუჩაში გადაგდებას“. მისი თქმით, ასეთი ქმედება ყველა ქვეყნის კანონმდებლობით ისჯება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი