ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებულ შტატებში ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით ჩადის
20-02-2014, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა:

 

"პრემიერი ჯერ კიდევ 2 თვის წინათ მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი არის მიწვეული ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მიერ. ეს მოწვევა საქართველოში ჩამოიტანა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულადმა დეკემბერში, როდესაც ის თბილისში იმყოფებოდა. მას შემდეგ მიმდინარეობს ამ ვიზიტის მომზადება", - განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატსა და თეთრ სახლში.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პრემიერის აშშ-ში ვიზიტის კომენტირებისას კი განუცხადა:

 

 

"დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ს უმსვილესი ბიზნესის წარმომადგენლებთან. გვექნება არაფორმალური დისკუსია თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამერიკული უმსხვილესი ბიზნესები წარმოდგენილი იყოს საქართველოში. დღეს რამდენიმე ამერიკული ბიზნესი უკვე წარმოდგენილია საქართველოში, თუმცა ეს არის ძირითადად სასტუმრო სექტორში. ჩვენ გვინდა, რომ სხვა სექტორებშიც იყვნენ წარმოდგენილი, განსაკუთრებით კი სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სექტორში, ენერეგეტიკაში, საწარმო სექტორში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აშშ-ში 22 თებერვალს მიემგზავრება. ამერიკაში ვიზიტი 1 მარტამდე გაგრძელდება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი