ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დეკემბერში გასამართ სამიტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან.
„გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები გავაცანით ჩვენს ევროპელ კოლეგებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, მათ შორის კიბერ-თავდასხმებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებები.
ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნების გარდა, ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევებიც აერთიანებს და გვინდა, რომ ამ სტრატეგიულ პოლიტიკის დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ორი სვეტი აღვნიშნოთ - დიფერენციაცია და ინკლუზიურობა. მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.