საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პაველ ვიზდალს და ახალდანიშნულ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ლუბოს კლიმას სამხედრო ატაშეს პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს და სამხედრო ატაშეს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.