ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა. ახალი გუბერნატორი დღეს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა წარადგინა.
გიორგი დოხტურიშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2017 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე მუშაობდა, ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის კომისიას.
ქვემო ქართლის გუბერნატორად, 2018 წლიდან ამ დრომდე, შოთა რეხვიაშვილი მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.