ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლითაც უფრო ეფექტიანად განისაზღვრება და მოწესრიგდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში.
ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მართალია აკრძალული იყო, მაგრამ კანონპროექტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცნებას ახალი სახეები - ტაქსი, საბაგირო და სანაოსნო ტრანსპორტი დაემატება.
საკუთარ სატრანსპორტო საშუალებაში იკრძალება სიგარეტის მოწევა, როცა აღნიშნულ ტრანსპორტში არასრულწლოვანი იმყოფება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ახლებურ სამართლებრივ რეგულირებას, ხოლო აღნიშნული კანონის ცალკეული ნორმები გარკვეულ კორექტირებას საჭიროებენ. გარდა ამისა, თამბაქოს კონტროლის სფეროში გამოიკვეთა ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგება აუცილებელია“, - განაცხადა მომხსენებელმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.