ზვიად შალამბერიძე: იმერეთში ბევრი ობიექტია, სადაც უნდა გაკონტროლდეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენება
01-12-2021, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან და შრომის ინსპექციის წარმომადგენლებთან, შეხვედრაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებასა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 


„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო დღეიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს კოვიდპასპორტების გამოყენებას. იმერეთში ბევრია ისეთი ობიექტი, სადაც უნდა გაკონტროლდეს „მწვანე პასპორტი“-ს გამოყენება. ჩვენ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი, როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნეს სუბიექტებს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

 

მწვანე სტატუსის მქონე რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია დღეიდან ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

 


„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის;

 


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

 


რეგიონის მასშტაბით საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სისტემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთანაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი