რომან გოცირიძე: მოუწევს კალაძეს და ბევრ სხვას სახლიდან ფულის გამოტანა და ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება
01-12-2021, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოუწევს კალაძეს და ბევრ სხვას სახლიდან ფულის გამოტანა და ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, - ამის შესახებ სოცილაურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს, რომელიც რუსულ „ინტერრაოსთან“ სტოკჰოლმის არბიტრაჟში დავის წაგებას ეხმაურება.

 


როგორც გოცირიძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ მიერ ენერგეტიკულ სფეროში რუსეთთან გაფორმებული უკლებლივ ყველა ხელშეკრულება არის საიდუმლო და კონფიდენციალობის მომიზეზებით იფარება კორუფციული გარიგებები.

 

 

„ვერ უშველა მთავრობას საერთაშორისო სასამართლოებზე თავის მართლებისათვის უცხოელი ადვოკატებისათვის კოლოსალური თანხების გადახდამ. ბოლო ექვს წელიწადში 172 მილიონი ლარი დაიხარჯა ამ მომსახურებაზე, მათ შორის 78 მილიონი ლარი წელს. რომელი ადვოკატი შეძლებს ქვეყნის საზიანოდ გაფორმებული კორუფციური კონტრაქტების გამართლებას. „ინტერრაოსთან“ სტოკჰოლმის არბიტრაჟში დავის წაგება ამის მაგალითია. საქმე ეხება 2013 წელს კალაძის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას და სემეკის ტარიფებით მანიპულაციას პოლიტიკური მიზნით. ამაში დამნაშავეა აგრეთვე მთავრობა და ეროვნული ბანკი, ლარის ამ მასშტაბით გაუფასურების გამო.

 

 

„ქართული ოცნების“ მიერ ენერგეტიკულ სფეროში რუსეთთან გაფორმებული უკლებლივ ყველა ხელშეკრულება არის საიდუმლო. კონფიდენციალობის მომიზეზებით იფარება კორუფციული გარიგებები.

 

 

მინისტრები მიდიან და მოდიან, იპარავენ და ქვეყანა მათ ნამოქმედარს ხალხის ფულით ანაზღაურებს.

 


გაზპორომთან გადაფორმებული ხელშეკრულება, როცა ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარს ვკარგავთ, ასევე მსგავსი კორუფციული გარიგებების შედეგია.

 


მოუწევს კალაძეს და ბევრ სხვას სახლიდან ფულის გამოტანა და ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

 


და ბოლოს, მარტივად რომ ვთქვათ, 80 მილიონ ლარს „თელასი“ გვართმევს. ეს ის თელასია, შუქი რომ ქრება, ტელეფონზეც რომ არ გპასუხობენ, ტიპური რუსულ-საბჭოური კომპანია. ამ კომპანიის წილის 25 პროცენტი ეკუთვნოდა ჩვენს სახელმწიფოს აგერ უკვე თითქმის 30 წელია. ეს საშუალებას აძლევდა ქვეყანას ეკონტროლებინა იქ მიმდინარე პროცესები, მოეთხოვა დამოუკიდებელი აუდიტი, ჰყოლოდა სამეთვალყურეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი, ჰქონოდა შიდა ინფორმაცია რუსული მხარის მიზნებთან (მათ შორის სასამართლო დავებთან) დაკავშირებით. მოულოდნელად ეს წილი შარშან გაიყიდა და იგი შეძენილი იქნა კახა კალაძესთან დაახლოებული პირის მიერ (ისევე, როგორ თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემა). საქართველოს მარცხით ფულს მოიგებს მოწილე რუსული „ინტერრაო“ და მოწილე კალაძესთან აფილირებული პირი.

 


ეს მხოლოდ დასაწყისია. გაზის (მათ შორის ბიუჯეტში გადასახდელი ასი მილიონი ლარის პატიების შემდეგ გაყიდული „თბილგაზის“) ამბები მომავალში გახდება სკანდალის საგანი.

 


ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კორუფციული მოქმედებების მხოლოდ ერთი მხარე. მოვა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი