რომან გოცირიძე: კალაძეს უთქვამს, მე რა შუაში ვარო... 80 მილიონი დოლარის ზარალის გამო მთელი მთავრობა კი არ უნდა გადადგეს, ციხეში უნდა იჯდნენ უკვე დამნაშავე პირები
02-12-2021, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

80 მილიონი დოლარი იქნება აუცილებლად გასასტუმრებელი. არბიტრაჟში მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. ამ ზარალის გამო მთელი მთავრობა კი არ უნდა გადადგეს, ციხეში უნდა იჯდნენ უკვე დამნაშავე პირები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

 

 

„კალაძეს უთქვამს, მე რა შუაში ვარ, თუ 80 მილიონი დოლარი დაგვაკისრა სტოკჰოლმის არბიტრაჟმა რუსული „ინტერრაოს“ სასარგებლოდო?

 

 

მაშ, ვინ მოაწერა ხელი 2013 წელს „ინტერრაოსთან”გაფორმებულ მემორანდუმს? გასაჯაროვდეს მისი შინაარსი! ვინ გაყიდა შარშან სახელმწიფოს 25-პროცენტიანი წილი „თელასში“, რომლითაც ქვეყანა ფლობდა გარკვეულ სამართლებრივ ბერკეტებს ამ კომპანიაში? იტყვის, მე რა შუაში ვარ, მერი ვიყავი მაშინ, მინისტრი კი არაო. მაშინ, იმაზე მაინც გასცეს პასუხი, ვინ იყიდა ეს წილი? ამ წილს და სხვა წილებსაც რომ გავყვეთ, სადაც მიგვიყვანს კი ვიცით.

 

 

80 მილიონი დოლარი იქნება აუცილებლად გასასტუმრებელი. არბიტრაჟში მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. ამ ზარალის გამო მთელი მთავრობა კი არ უნდა გადადგეს, ციხეში უნდა იჯდნენ უკვე დამნაშავე პირები“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

 

კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და ენერგეტიკის მინისტრობის დროს, მან უარი თქვა კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი