საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე დასასწრებად უკვე მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ავტომობილები სპეცრაზმის თანხლებით სასამართლოს ეზოში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.
სასამართლოს ტერიტორიაზე პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე სიტყვით წარდგება და მის მიმართ წარდგენილ „ბევრ პოლიტიკურ ბრალდებას ჩამოხსნის ნიღაბს“.
მოსამართლემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიხეილ სააკაშვილის პროცესის პირდაპირი ტრანსლირების უფლება არ მისცა
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.