მიხეილ სააკაშვილი: სასამართლო დარბაზში მომიყვანეს 3 საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით, ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე
02-12-2021, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ. არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონული პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე, რომელზეც სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საქმე განიხილება.

 

 

„მე არ მივმართავ ამ სასამართლოს. თქვენ ხედავთ, რომ ივანიშვილს ეშინია, მე ველაპარაკო ჩვენს საზოგადოებას და არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რომ არ მალაპარაკონ და არ მქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ ველაპარაკო საქართველოს. პირველ რიგში, მინდა, მივესალმო პრესის წარმომადგენლებს. მიმაჩნია, რომ თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჯერ ცოცხალი თუ ვარ, ამაში თქვენი ლომის წვლილია. ეს ნამდვილად ასეა და მე ვხედავ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ხანდახან და უბრალოდ ნაკლებად კრიტიკულიც კი, როცა ეს საქმეს ეხება. თუმცა რა თქმა უნდა, კრიტიკა არის ნორმალური და მისაღები. მინდა, თავიდან დავიწყო, რომ ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უმაღლესი ერთ-ერთი თანამდებობის პირი უკრაინის. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონული პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, იმ საზოგადოების, რომელიც გარეთ არის ახლა, რომელიც მონიტორებთან არის. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა. ძალიან შეეჩვია ვიღაცები საქართველოს საზოგადოებასთან აგდებულად მოპყრობას, რომ საქართველოს საზოგადოება ყველაფერს მიიღებს. მე, როგორც ერთ-ერთი წევრი, მართალია, უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ასევე საქართველოს საზოგადოების, არ ვიღებ, რომ 4 საათი სადღაც დამაყუდონ რაღაც სარდაფში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი