ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე, თამაზ ურთმელიძის დღევანდელ განჩინება არის ხრიკი საკონსტიტუცო სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად.
როგორც გვარამიამ დღევანდელი განჩინების შეფასებისას "რუსთავი-2-ის" ეთერში განაცხადა, ურთმელიძის ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გააუქმოს ის ნორმა, რომლის შესახებაც დღეს მსჯელობს.
"აქ სხვა ხერხს მიმართა არა ურთმელიძემ არამედ ვინც ამას გეგმავს და თქვა, რომ დვალი განვარიდოთ და საყევარიშვილს დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება ვიდრე სააპელაციო სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას არა საქმესთან დაკავშირებით, არამედ დროებით მმართველებთან დაკავშირებით. თავისთავად ცხადია, ეს არაფერს არ ნიშნავს, რადგან ეს განჩინებაც საჩივრდება ისევ ურთმელიძესთან, რომელმაც თავისთავად შესაძლოა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა ნორმის შეჩერებაზე, ზეგ უკვე სხვა განჩინება გამოიტანოს და თქვას, რომ დასაბუთებულია ქიბარ ხალვაშის მხარის შუამდგომლობა და ხელახლა შემომყავს დროებითი მმართველებიო. ზეგაც რომ არ თქვას, ამ შუამდგომლობის გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას, შესაბამისად დავბრუნდებით ისევ დროებითი მმართველობის რეჟიმში. შესაბამისად, ეს არის სრული სამართლებრივი დომხალი რასაც ურთმელიძე და სასამართლო სისტემა აკეთებს დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება არის აბსოლუტური ფიქცია, რომელიც შექცევადია ხვალვე და ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება წინასწარ უარის თქმა გასაჩივრებული ნორმების შეჩერებაზე.
"ეს არის ხრიკი, რომელსაც მიმართა ვითომ მოსამართლე ურთმელიძემ და ეს ყველაფერი მიმართულია საკონსტიტუციო სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად", - აღნიშნა გვარამიამ.
მისივე თქმით, ურთმელიძის დღევანდელი გადაწყვეტილება არის იმ დაბურული უღრანი ტყის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ შექმნა ამ საქმესთან დაკავშირებით.
"სრულიად გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. ჯერ ერთი რა საჩქარო იყო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობასთან და ნორმის შეჩერება - არ შეჩერებაზე მსჯელობს. მე გეტყვით რატომაც იყო საჩქარო: ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს - უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია", - აღნიშნა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.