უკვე არ ვიცი ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოსგან კარგად ვხედავთ. ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.
როგორც სააკაშვილმა თქვა, იგი მადლობას არ ითხოვს იმისათვის, რომ სიბნელიდან ამოიყვანა ქვეყანა, მაგრამ უსამართლობას, შეურაცხყოფას, „სააკაშვილის და სიტყვა კორუფციის ხსენებას“ ვერ მიიღებს.
„ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან და ტყვეობიდან ჩემი გამოსვლა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები იქნებიან, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, მე მზად ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რითი დავამტკიცო, არსად არ გავრბივარ, აქ ჩამოვედი პირდაპირ მგლის ხახაში, წავიდე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, თუნდაც ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში. მე იმას კი არ გთხოვთ, რომ დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ წამება ნებისმიერი ადამიანის, დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, დაგმეთ ღირსების დამცირება, არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის. არც ჭკუას არ გარიგებთ, ჩემზე მეტი ჭკუა და გონება გაქვთ ბევრს, მაგრამ მგონია, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება ყველაფერ იმაზე საუბარი, რასაც დღეს ახლა მთხოვთ-აღიარებებს, ბოდიშებს. ყველანი ერთად თუ დაველოდებით ჩემ განთავისუფლებას ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, მე აქედან ცოცხალი არ გავიდე, მერე უკვე მზად ვარ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე და ყველაფერი დანარჩენი.
მე ხომ არც მადლობას ვითხოვ არავისგან, მართლა არ ვითხოვ. არ ვითხოვ მადლობას არც სიბნელიდან რომ დენი მოვიყვანე და ნავთქურები და გენერატორები დაგვავიწყდა, არ ვითხოვ მადლობას, რომ მათ შორის ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი სისტემით ჩააბარა, როდესაც იურიდიულზე უკვე 15 000 ლარს აღარ ითხოვდნენ, ზოგიერთი მათგანი ალბათ ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც მაგალითად ჩემი ტყვეობის ერთ-ერთი თანამონაწილე იუსტიციის ე.წ. მინისტრი. ხომ არ ვითხოვ იმაზე მადლობას, რომ ხელფასები-პენსიები 10-ჯერ გაიზარდა, სამუშაოები ადგილები ორჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ დღეს ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ სამუშაოდ, დავრწმუნდი ამ დღეებში. მაგრამ, უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას ვერ მივიღებ, სააკაშვილის და სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იტყობინება.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.