არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ედუარდი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ეამაყება, რომ ძალიან ბევრ ქართველ სტუდენტს გაუხსნა გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში.
„წეღან ახსენეს ჩემი შვილი ედუარდი, რომ დავხარჯეთ მის სწავლაზე ამერიკულ აკადემიაში, სადაც ის იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ამერიკული აკადემიის არქივებში. მეგობრებო, 2013 წელს 5 მილიონი გადავურიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, თუ არ ვცდები ციფრი ასეთი იყო, 5 მილიონს მინუს-პლიუს, ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. უფრო სწორად 6 მილიონ 300, თქვენ რამდენი გადარიცხეთ? ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით, მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შემდეგ იყო სხვა უნივერსიტეტი, სადაც უკვე ბაბუამისმა დაუფინანსა განათლება, სადაც იყო ასევე საუკეთესო სტუდენტი და რამდენი ადამიანია, რომელსაც დღეგამოშვებით, ახლა შეგიძლიათ ნახოთ, არის „ბი-ბი-სი-ზე“, „სი-ენ-ენ-ზე“ და სხვა ძირითად ტელესადგურებზე. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ იმ ფონზე, როცა ათობით მილიონი დავხარჯეთ საუკეთესო ქართველი სტუდენტების გაგზავნაში, ყველა ვინც 50 საუკეთესოში ხვდებოდა, ავტომატურად იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას, იმ პირობებში როდესაც ჩამოვგვყავდა 2 500 ამერიკელი მასწავლებელი, რათა მარტო ჩემს შვილს კი არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლების საშუალება, არამედ ყველა ადამიანის შვილს ჰქონოდა ეს შესაძლებლობა ყველაზე შორეულ სოფელშიც და ყველაზე მიყრუებულ გარეუბანში. დიახაც, მე ვამაყობ, რომ ამ ფონზე, როცა ძალიან ბევრს ქართველ ახალგაზრდას გავუხსენით გზა, ასევე ჩემი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი, თუ ვინმე ამას უარყოფს, რომ ის ნიჭიერია და ოროსანია ზოგიერთებივით, ეს თქვენი შეფასების თემაა. მეგობრებო ყველას კარგად გესმით, რაზე არის ეს პროცესი. ეს პროცესი არის დაშინებული, აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა, მოახდინოს ჩემი გაჩუმება, ცდილობდა ჩემს მორალურ გატეხვას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იტყობინება.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.