„გერმანიის ნაციზმისაგან განთავისუფლებას შეეწირა 400 ათასი შვილი საქართველოსი. მოსახლეობის პროცენტული შესაბამისობით ეს ყველაზე მეტი მსხვერპლია მსოფლიო ერებს შორის. დღემდე გერმანია სულ პატარა მსხვერპლის გამღებ ქვეყნებსაც კი კომპენსაციებს უხდის, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევებას ეხმაურება.
ფაქტობრივად, ჰიტლერის მოკავშირე თურქეთის მოქალაქეები ფართოდ ჩაისახლა და უკვე 10 მილიონია მათი რაოდენობა. ჩვენდამი მადლიერება კი გამოხატა ასე, საქონელივით ხროვა-ხროვა ხალხის დეპორტით, კარტოფილის სათხრელად ჩატყუებული ქართველი მონების თავზე კანალიზაციის სისტემათა დაზიანებული, მწვეთავი კომფორტით, ნატოში არ მიღებით, რასაც 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა. სამაგიეროდ, გერმანიის მოქმედი ელჩი ისე ღრმად ჩაუჯდა ივანიშვილს ჯიბეში, რომ ბიტკოინური მილიონერი გახდა მის ადვოკატობაში. მოკლედ, რაც დავიმსახურეთ იმას ვიღებთ“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.