2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს, 3 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ ნოემბრის მეორე ნახევარში გამოსცა. დოკუმენტს ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოწვეულ იქნას 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – წერია განკარგულებაში.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის თარიღს. კონკრეტულად, საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლი ამბობს, რომ საკრებულოების პირველი სხდომები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოიწვიოს, შედეგები კი ცესკო-მ 13 ნოემბერს შეაჯამა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.