„ტიკმატაჟის უღელტეხილზე ყველანაირი პრობლემა მოგვარებულია“ - ამის შესახებ guardian.ge-ს ნინოწმინდის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა განუცხადა.
კარსლიანის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ამ ეტაპზე, მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ტიკმატაჟის უღელტეხილიდან გამოყვანილია ხალხი, მანქანები. ამჟამად, იქ არავინ არ არის ჩარჩენილი. ცოტა ხნის წინათ დავასრულეთ ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა. დაახლოებით, ათი ადამიანი გადავიყვანეთ ფარავნის ტბის მიმდებარე სოფელ როდიონოვკაში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოები, საამისოდ, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა“ - განმარტა ნინოწმინდის გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, წუხელ, ტიკმატაჟის უღელტეხილი ჩაიკეტა და 50-ზე მეტი მგზავრი გზაში ჩარჩა. მთელი დღის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე, გრეიდერები მუშაობდა და თოვლში ჩარჩენილებთან მიღწევას ცდილობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.