ეკატერინე ტიკარაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მწვანე საშვის დაწესებაში ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია, გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს კონტროლირებადი
03-12-2021, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

      GUARDIAN.GE-ის ფოტო: თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2021 წლის 28 ნოემბერი

 

არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს, ტრანსპორტის შემთხვევაში ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია, ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს „პირველი არხის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა მიდგომები და გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი შტამის დაფიქსირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლი და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდება.

 


თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, უახლოეს მომავალში გაფართოვდეს იმ ობიექტებისა და სივრცეების ჩამონათვალი, სადაც მწვანე პასპორტის წარდგენა სავალდებულო იქნება, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, ამ გადაწყვეტილების მომდევნო კვირაში მიღება სწორი არ იქნება.

 


„ამ ეტაპზე, ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ გადაწყვეტილების სამშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე მიღება. ეს არის ერთი პასუხი. გარდა ამისა, შემთხვევითი არ არის იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდსაშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და შემდეგ უკვე, ეს ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე. რაც შეეხება ტრანსპორტს, გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, როგორც ამას „პირველი არხი“ იტყობინება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი