ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გვარამიას გენდირექტორად აღდგენა გავასაჩივროთ - პაატა სალია
12-11-2015, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ განჩინებას აფასებს და აცხადებს, რომ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გაასაჩივრებს თუ არა მას. სალიას თქმით მან საკუთარი პოზიცია ხალვაშთან უნდა შეათანხმოს.

 


„ჩვენც გვაქვს ამის გასაჩივრების შესაძლებლობა და უნდა გავეცნო და დეტალურად ხვალ შემეძლება გითხრათ ჩემი პოზიცია. მითუმეტეს, რომ ჯერ უნდა შევათანხმო ჩემი პოზიცია ჩემს მარწმუნებელთან. 

 

 

ამ ეტაპზე, მე ვერ გეტყვით რა სამართლებრივი პროცედურები შეიძლება იყოს, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ძალაში არ შედის. მე არ ვიცი საყევარიშვილის უფლებამოსილების შეჩერების ნაწილში რა განჩინება მიიღო, ანუ დაუყოვლებლივ შეაჩერა სასამართლომ თუ არა. მე ვთვლი, რომ ამ განჩინებით აღდგა მანამდე არსებული 5 ნოემბრის განჩინებამდე არსებული სტატუს-კვო, გენერალურ დირექტორს და ფინანსურ დირექოტრს აღუდგათ შეჩერებული უფლებამოსილება, ხოლო დროებით მმართველს შეუჩერდა, ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს კომპანიის დირექტორები, თუ დროებით მმართველი, 15 ნოემბერს უნდა წარადგინონ საგადასახადო დეკლარაცია იმისთვის, რომ არ დაზარალდეს კომპანია,“- განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი