გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა, მეხუთე მოწვევის საკრებულომ, პირველი სხდომა გამართა.
სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ნოდარ ბერუაშვილმა გახსნა, რომელმაც წარმოადგინა 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი ზურაბ კოროხაშვილი წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, მიხეილ გედეხაური აირჩიეს.

ფოტოზე: მიხეილ გედეხაური
თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, სამირ ხიალოვი (დაბლა ფოტოზე) აირჩიეს.

დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილეებად ზაზა ონიანის და ვუგარ მამედოვის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.

ფოტოზე: ზაზა ონიანი
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს.
ამის შემდეგ, საკრებულოს პირველ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე- მიხეილ გედეხაური წარუძღვა.
საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის - ტარიელ ჯანხოთელის წარდგინებით, მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს:
სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - ზურაბ ბენდელიანი.
სივრცით ტერიტორიული დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გიორგი გურულიშვილი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - ლევან ნიჟარაძე.
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - თამარ ხაჩიძე,
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიის თავმჯდომარე - ოთარ გავაშელიშვილი.
ინფორმაციას გარდაბნის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.