ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ ნაირი ირიციანი, თავმჯდომარის მოადგილეებად კი გაიოზ ლომსაძე, ედუარდ აღასარიანი და ჰამლეტ მოვსესიანი აირჩიეს
03-12-2021, 18:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დღეს დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ ისევ ნაირი ირიციანი აირჩიეს, თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი გაიოზ ლომსაძემ, მოადგილეების თანამდებობები კი ედუარდ აღასარიანმა და ჰამლეტ მოვსესიანმა დაიკავეს.

 

 

ედუარდ აღასარიანი 2014-2017 წლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ჰამლეტ მოვსესიანი კი საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი და 2010-2017 წლებში ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2017-2021 წლებში კი ახალქალაქის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. 

 

 

ახალქალაქის საკრებულოს სხდომაზე დღეს საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმდჯომარეებიც აირჩიეს.

 


საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - სედა მელკუმიანი;

 


სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გენადი ელიზბარიანი;

 


სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების სპორტის და ახალგაზღდულ საქმეთა კომისია - სოღომონ ასლანიანი;

 

 

მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - გრიგოლ კარაგელბაკიანი;

 

 

იურიდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - სიპან შიპაკციანი;

 


საკრებულოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქცია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე აკოფ ჩახმახჩიანი გახდა. მას შვიდი მოადგილე ეყოლება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი