სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც სიღნაღის მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მანანა მჭედლიშვილმა გახსნა.
მან სიტყვით მიმართა საკრებულოს წევრებს, არჩევნები შეაჯამა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს, გია ქავთარაძეს გადასცა.
სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დავით ჯანიკაშვილის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მეხუთე მოწვევის საკრებულომ, თავმჯდომარედ დავით ჯანიკაშვილი აირჩია.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, პირველი მოადგილის ივანე მირიანაშვილის და მოადგილეების - ილია ბაიდოშვილისა და გია პავლიაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა, წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნება.ასევე განსაზღვრა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიიების პერსონალური შემადგენლობა და აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეები.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 დეპუტატით დაკომპლექტდა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, აქედან 12 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 14 პროპროციული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში – 9 დეპუტატით ხოლო პარტია ,,საქართველოსთვის“ - საკრებულოში ერთი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
სხდომას სიღნაღის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს მიულოცა გამარჯვება, წარმატება უსურვა სამომავლო საქმინობაში და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობით სიღნაღში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.
ინფორმაციას სიღნაღის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.