ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დასტურდება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, რის შემდეგაც რეაბილიტაცია და მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი და აქედან გამომდინარე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში პროფესორმა, დავით ზურაბიშვილმა მოინახულა.
„ყველას გვესმის, ეს პროცესი არ იქნება მარტივი და ხანმოკლე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ შიმშილობის გამო არ არის საჭირო მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია, ის გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ჩვენ ამის ვიდეომტკიცებულებები ვიხილეთ თავად მთავრობის მხრიდან დამონტაჟებულ მასალაში, სადაც წარმოგიდგენიათ, რამდენი ამოჭრეს და რა შეიძლება ყოფილიყო. ამ დამონტაჟებულ კადრებშიც დასტურდება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა. ბუნებრივია, ამის შემდეგ რეაბილიტაცია და მკურნალობა არ არის მარტივი პროცესი. ნიშანდობლივია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა ავლიპი ზურაბიშვილის შვილიშვილი, პროფესორი დავით ზურაბიშვილი და მკურნალობის კურსი გაგრძელდება, არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება იმ პირობებში, რა პირობებშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი სრული რეაბილიტაცია იმის გათვალისწინებით, რომ არ ეძლევა თავისუფლებაზე მკურნალობის საშუალება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.