ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 37 714 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 679 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 035 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 865 293-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.33%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 806 596.
• ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 344 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა - 157, იმერეთი - 776, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 210, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 245, კახეთი - 182, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 327 საიდანაც:
• 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 554, აჭარაში - 551, იმერეთში - 1 309.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი, მათ შორის, თბილისში - 590, აჭარაში - 103, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 41, იმერეთში - 34.
• 1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 - თბილისში, 245 - აჭარაში.
• 38 627 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 2.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.