ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შეასრულა.
„დღეს გორში ჩამოვედი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისი თხოვნა იყო, მე მას შევუსრულე საიდუმლოება. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოება არსებობს და მეექვსე საიდუმლოება, რომელიც მას არ ჰქონდა მიღებული, ეს არის ზეთის კურთხევის საიდუმლო, ეს არის ლოცვები, რომელიც მე პირადად, 2 საათი მჭირდება ხმამაღალი კითხვისას, რომ მთლიანად შევასრულო - შვიდჯერ ზეთისცხება, ასე უფრო არის ხალხისთვის ცნობილი. აი, შვიდჯერ ზეთისცხების საიდუმლოება შევუსრულე, რომლის დროსაც ადამიანის ფიზიკური მკურნალობაც, განკურნებაც ხდება და კიდევ ამბობენ, რომ დავიწყებული ცოდვებიც მიეტევება ასეთ დროს ადამიანს. ლოცვებში ეს ორივეა, ძალიან საინტერესო შინაარსის ლოცვებია და ორივეზე არის ერთდროულად ყურადღება გამახვილებული – სულიერი მდგომარეობა ადამიანის და ფიზიკური მდგომარეობა და მე ღრმად მწამს, რომ, აი, პირჯვარი უნდა გადავიწერო და გითხრათ, რომ ძალიან კარგად იმოქმედებს ეს მის ჯანმრთელობაზე, რადგან ბევრი ექიმისგან გამიგია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი არ არის კონტაქტური, თუ ექიმი არ არის მორწმუნე, როცა ეს საიდუმლოება რეანიმაციაში განსაკუთრებით სრულდებოდა ხოლმე, ყოველთვის იყო შედეგი და ამან ჩემი რწმენა გამიძლიერა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს საიდუმლოება მისთვის შემესრულებინა. შევედი, მოვინახულე, ის ორი საათი ესწრებოდა ამ ლოცვებს და ვაცხე ზეთი“, - განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.
მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დასუსტებული მოეჩვენა.
„მე არ მაქვს არავითარი კომპეტენცია, რომ რაიმე ხელმოსაჭიდი…მაგრამ მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც პირველად ვნახე, მერე მეორეჯერ ვაზიარე ციხეში, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის თითქმის 40 დღე იყო გასული, მაშინ ფიზიკურად უფრო უკეთესად მომეჩვენა... მე გავაკეთე საქმე. შვიდჯერ ვაცხე ზეთი, ყოველგვარი კომენტარების გარეშე... არის განცდა, შეგრძნება უბრალოდ, რომ დასუსტებულია ადამიანი, არ ვიცი, მედიცინაშიც ვერ ვერკვევი მაინც და მაინც, მგონია, შიმშილობიდან გამოსვლა უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობა, ყოველ შემთხვევაში, სუსტად არის ნამდვილად. მე ვუსურვე, რომ ფიზიკურად გაძლიერებული და ჯანმრთელი იყოს“, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
შეკითხვაზე - პატრიარქი იყო თუ არა საქმის კურსში, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა, რომ ის არის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და ყოველ სამღვდელო მოქმედებაზე ლოცვა- კურთხევის აღება არ შედის მათ უფლებამოვალეობაში.
„მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე მისი ზიარება და რადგან მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს უფლება, რომ სხვა წესებიც შევასრულო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და დაამატა, რომ რაც დრო გადის, უფრო მეტად რწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი.
„რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით აბსოლუტურად, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი უკვე მასზე შესრულებულია, მეშვიდე ჯერ ცოტა ადრეა (ღიმილი)“, - განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.