თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 206-ე კილომეტრზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 10-მეტრიანი საგზაო მონაკვეთის დაზიანების გამო სავალი გზის ეს ნაწილი ისევ გადაკეტილი რჩება. ცენტრალური გზის ამ მონაკვეთის დაზიანება წუხელ მდინარე ჩხარას ადიდებამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს და მას მეთვალყურეობას უწევენ თერჯოლის გამგებელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. როგორც ვარაუდობენ, სალიკვიდაციო სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დასრულდეს.

აღნიშნულის გამო, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის მთავარი სამმართველო, უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის ამ მონაკვეთზე შემდეგ განრიგს აწესებს: ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით ავტომობილები თერჯოლა-სიქთარვას შემოვლითი გზით იმოძრავებენ, ხოლო საპირისპირო მიმართულებით – ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.