ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს.
სკოლაში განხორციელებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
2019 წელს მერიამ საჯარო სკოლის სახურავის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ შავღელეს სკოლაში სასწავლო პროცესი კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართება.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.