ნოე რამიშვილის ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში ნოე რამიშვილის ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით პატივი მიაგო ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა.
„დღეს ნოე რამიშვილის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედის, მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა.
პირველი რესპუბლიკის ყველაზე ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, ბოლშევიზმთან შეურიგებელმა მებრძოლმა „რკინის მინისტრმა“ უდიდესი ძალისხმევა გასწია სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისათვის.
ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში მისი ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით ჩვენ პატივი მივაგეთ ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა. მისი ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.