სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს
07-12-2021, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და დიდი ოდენობით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტებზე, სამი პირი დააკავეს.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2016-2018 წლებში საგადასახადო ორგანოში წარადგინეს დაზუსტებული დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, რომელშიც დააფიქსირეს ყალბი მონაცემები, რითაც შეიქმნეს ფიქტიური აქტივი ჯამში 2 209 207 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომ გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

 


გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მოსალოდნელი ქონებრივი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელზე არსებული 3 103 197 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება, თვალთმაქცური გარიგებებისა და ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის გზით, გადააფორმეს მათივე მართვის ქვეშ მყოფი სხვა კომპანიის სახელზე, რითაც სახელმწიფოს წაერთვა შესაძლებლობა აღნიშნული ქონების რეალიზაციით ამოეღო კომპანიის დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. ამავე დროს, აღნიშნული თვალთმაქცური ოპერაციის შედეგად, გარიგებაში მონაწილე კომპანიამ მიიღო 1 146 101 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქტიური ჩათვლა, საიდანაც 399 128 ლარი გამოიყენა საბიუჯეტო გადასახადების დაფარვის მიზნით.

 


გამოძიების პროცესში, ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ამოღების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე საბანკო ანგარიშები.

 


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, 185-ე და 205-ე პრიმა მუხლების მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 


ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი