The Times-ი: თუ 1 კვირა მომხმარებელი აღარ შედის Facebook-ზე, მისი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი გაცილებით იზრდება
12-11-2015, 22:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

The Times – Facebook-ის გამოყენებაზე უარის თქმა ადამიანებს ბედნიერებს ხდის და ასევე უმცირებს მარტოობის და სიბრაზის გრძნობას, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კოპენჰაგენის ინსტიტუტის მკვლევარები.

 

 

კვლევამ აჩვენა, რომ 1 კვირაში იქიდან, რაც მომხმარებელი აღარ შედის საიტზე და არ უყურებს განახლებებს, მისი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი გაცილებით იზრდება.

 

 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Facebook-ი და სხვა მსგავსი საიტები, „რედაქტირებული“ ცხოვრების უწყვეტი ნაკადია და ეს ამახინჯებს წარმოდგენას რეალურ ცხოვრებაზე.

 

 

ინსტიტუტის მკვლევარებმა დანიის 1095 მოქალაქე შეარჩიეს და მათ სთხოვეს არ შესულიყვნენ საიტზე 1 კვირის განმავლობაში. კვლევის მონაწილეებს ასევე სთხოვეს შეეფასებინათ ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხი 10-ბალიანი შკალის მიხედვით, ექსპერიმენტის დასაწყისში და მისი დასრულების შემდეგ. 7 დღეში, საშუალო მაჩვენებელი 7,56-დან 8,12-მდე გაიზარდა. ექსპერიმენტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს მეტი სოციალური აქტიურობა და ასევე ნაკლებად აგრესიული გახდნენ და თავს აღარ გრძნობენ მარტოსულად.

 

 

კოპენჰაგენის ინსტიტუტის დირექტორმა მეიკ უაიკინგმა Facebook-ის მომხმარებლებს მოუწოდა, ხშირად გაუზიარონ თავის მეგობრებს სოციალურ ქსელში საკუთარი წარუმატებლობები და იმედგაცრუებები, რათა ინტერნეტმა ადამიანებს არ შეუქმნას დამახინჯებული წარმოდგენა რეალურ ცხოვრებაზე.

 

 

http://agora.ge/

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი