ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და იმ ადამიანებს, რომლებიც სჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, 3 მილიარდ დოლარზე უფრო მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სკოლის სახელმძღვანელოში საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, რაც უმარტივესი ფაქტის კონსტატაციაა.
„ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, ესეც არის უმარტივესი ფაქტის კონსტატაცია. ბიძინა ივანიშვილს სამი მილიარდი აქვს მარტო ქველმოქმედების სახით დახარჯული საქართველოში და იმ ადამიანებს, რომლებიც სჩადიოდნენ უამრავ დანაშაულს, მათ შორის კორუფციის და ყაჩაღობის კუთხით, ვფიქრობ, 3 მილიარდ დოლარზე უფრო მეტიც აქვთ მთლიანობაში მიტაცებული, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კონკრეტული ადამიანებისგან. ეს ადამიანები და მათი კუთვნილი ტელევიზიები დღეს აგებენ პროპაგანდას იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც სამი მილიარდი დოლარი თავის ფული აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. ესეც არის მორიგი მცდელობა, რომ სიმართლე თავდაყირა დააყენო, თუმცა საზოგადოება ბუნებრივია, დაინახავს ყველაფერს და ამის მიხედვით გამოიტანს დასკვნებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკნინების მცდელობის უკან უმარტივესი პოლიტიკური ამოცანებია.
„ამის უკან დგას უმარტივესი პოლიტიკური ამოცანები, თუმცა ყველაფერი აგებულია სიცრუეზე და ბუნებრივია, ამ სიცრუეს ვერ ექნება წარმატება; კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საზოგადოება საბოლოო ჯამში ყველაფერს ხედავს. ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, ვერ ამოატრიალებ ისე, რომ საზოგადოებას მიყიდო სრული ტყუილი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც წერია სახელმძღვანელოში ეს არის უმარტივესი ფაქტების კონსტატაცია. ვფიქრობ, რომ მეტი ფაქტის კონსტატაციაა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვებმაც იცოდნენ, როგორი იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი და ბავშვებმა კიდევ ერთხელ იცოდნენ, რა მასშტაბის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული ბიძინა ივანიშვილს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.