კახა კალაძე: 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ
07-12-2021, 17:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრებიმოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

 


მისი თქმით,60 წელს გადაცილებული მოქალაქეებიმუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ.

 


„ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვგეგმავთ ათი მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას. ორი უკვე მიმდინარეობს - სამგორის რაიონში და დიდ დიღომში. ამას დაემატება რვა ახალი პროექტი. გვინდა, ყველა რაიონში იყოს სივრცე, სადაცგანთავსდება საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, ფიტნესზონა, საცურაო აუზი, მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისი თქმით, დედაქალაქის მერია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერასაც გეგმავს.

 

 

„მომდევნო წლებში ვაპირებთ, კოჯორში მასშტაბური,მრავალფუნქციური ახალგაზრდული სოფლის მშენებლობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზებას, ციფრული ჰაბების მოწყობას, რვა ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებას, მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების, ასევე, სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციას, დენდროლოგიურ პარკში სახელოვნებო ჰაბების მოწყობას, სკეიტპარკებისა და სხვა გასართობი სივრცეების მოწყობას, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 1
#1   რუსიკო ფანჩვიძე
      
მივესალმები თქვენს ყველა ინიციატივას და მოქმედებას ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ახალგაზრდები <3 უნდა გთხოვოთ,ყველამ რომ დახურა სახლი თანადაფინანსებით და ჩემი ამხანაგობის ოქმის არქონის გამო, რომ ვერ შევძელი, როგორ მოვიქცე.ვარ პენსიონერი.მაშინ, როცა 19 წლის ვაჟის დაღუპვის შემდეგ, 50 წლის ასაკში, მეორე კლასელი შვილით დამტოვეს უმუშევარი(2006 წელი) ვერ შევძელი სახსრების მოგროვება რომ დამეხურა. იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება <3

მივესალმები თქვენს ყველა ინიციატივას და მოქმედებას,უფალმა დაგლოცოთ და გვიმრავლოს თქვენნაირი ახალგაზრდები.ჩემი თხოვნაა:ამხანაგობის კრების ოქმის არქონის გამო ვერ ვახერხებ სახლის დახურვას თანადაფინანსებით.ვარ პენსიონერი.1998 წელს ავტოავარიაში დამეღუპა ერთადერთი შვილი.1999-ში კი შეგვეძინა შვილი და 6წლის იყო,როცა სამსახურმა გამომიცხადა ასაკის(50) გამო ვეღარ მამუშავებდა.ამიტომაც, უსახსრობის გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად ვეღარ შევძელი დახმარების გარეშე დახურვა.იქნებ რამე გამოსავალი მაპოვნინოთ <3
7 დეკემბერი 2021 18:30
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი