ჰონკონგელმა მილიარდერმა, ჯოზეფ ლაუმ ჟენევაში სოთბის აუქციონზე მისი 7 წლის ქალიშვილისთვის $48 მილიონად 12.03 -კარატიანი ლურჯი ბრილიანტის ქვის ბეჭედი იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სოთბის აუქციონის მიერ გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ეს იყო მსოფლიო აუქციონის ისტორიაში ბრილიანტის მსგავსი ნაკეთობის რეკორდულ ფასად გაყიდვის შემთხვევა.
უძრავი ქონების სფეროს მილიარდერის, ლაუს მიერ ეს არ ყოფილა პირველი ასეთი ძვირადღირებული ნივთის შეძენა მისი მცირეწლოვანი ქალიშვილისთვის. 2014 წელს მექრთამეობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებულმა ბიზნესმენმა თავის გოგოს 16.08-კარატიანი ბრილიანტის მოვარდისფრო ძვირფასი ქვა სოთბის აუქციონზე $28.5 მილიონად უყიდა.
ჰონკონგელ ბიზნესმენს, მაკაუს სასამართლომ კორუფციის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ მან ციხეს თავი იმით აარიდა, რომ ტერიტორიაზე ვიზიტისაგან თავი შეიკავა, ჰონკონგსა და მაკაუს შორის კი ექსტრადირების ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.