ბაიდენ-პუტინის გუშინდელი ონლაინ მოლაპარაკების მთავარი საკითხები იყო უკრაინის, და ნატო-ს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება. კერძოდ, უკრაინის (აგრეთვე, იგულისხმება საქართველო და მოლდოვა) გაწევრიანება ნატო-ში. რუსეთი აშშ-სგან და ნატო-სგან ითხოვს, რომ მათ უარი თქვან ამ სტრატეგიის განხორციელებაზე, რადგან, როგორც რუსები აცხადებენ მათთვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოვება რუსეთის საზღვრებთან. ამიტომ, რუსეთის წინადადება თუ „თხოვნა-მოთხოვნაა", რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის, ორივე მხარისთვის მისაღები საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ხელშეკრულება დაიდოს. რუსეთის ეს განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია, მეტიც, თავხედურია იმის გათვალისწინებით, რომ დღეს: ა) უკრაინასთან მიმართებით რუსეთს დარღვეული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის მიერა ანექსირებულია ყირიმი, სადაც საოკუპაციო სამხედრო ნაწილები ჰყავს განლაგებული. რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებებით დონბასში ეხმარება სეპარატისტებს, სადაც შვიდი წელია სისხლისღვრა არ წყდება და დაღუპულია 15 000 ადამიანი...
ბ) საქართველოსთან მიმართებით
რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, ანუ ჩვენი ორი რეგიონი აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“, რომლებიც აღიარებული ჰყავს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, სადაც განლაგებული ჰყავს საოკუპაციო სამხედრო ბაზები.
გ) მოლდოვასთან მიმართებით
რუსეთის სამხედრო ბაზები განთავსებულია მოლდოვას შემადგენელ ტერიტორიაზე, - სეპარატისტულ ე.წ. „თვითაღიარებულ“ დნესტრისპირეთში, რომლის მხარდამჭერად მრავალი წელია იგი გვევლინება. აქედან გამომდინარე, რუსეთი აშშ-სგან და ნატო-ს ალიანსისგან უტიფარად ითხოვს ცალმხრივ დათმობებს, ეს კი ბღალავს აშშ-ის და მისი მოკავშირეების ინტერესებს და რაც მთავარია, იგნონირებას უკეთებს რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნების და ხალხების სასიცოცხლო ინტერესებს! რუსეთის ასეთი უაპელაციო, ცინიკური პოზიცია ყოველგვარ ზღვარს სცილდება, რისთვისაც მან აუცილებლად უნდა გადაიხადოს ეკონომიკური საფასური და უკეთეს შემთხვევაში, პოლიტიკურიც! რა მაქვს მხედველობაში? უწინარესად, ამ სამი სახელმწიფოს (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა! დარწმუნებული ვარ, რომ აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთს „საჯიჯგნად არ მიუგდებენ“ მათ, მაგრამ, რუსეთის ზემოთ აღნიშნული ინტერესების გარკვეული ასპექტების გათვალისწინება დასავლეთს მოუწევს და ამის სანაცვლოდ, - დასავლეთმა რუსეთი ადეკვატურ „დათმობებზე უნდა წამოიყვანოს!“ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც რუსეთი და ვერც დასავლეთი იმ პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ, ვერ გადაწყვეტენ (მითუმეტეს, ვერც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)! ამის მისაღწევად, სამივე მხარის მიერ (დასავლეთი, რუსეთი და უკრაინა-საქართველო-მოლდოვა) უნდა მოხდეს, ურთიერთკონსენსუსზე დაფუძნებული კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც იურიდიულად გაფორმდება და რომლის გარანტორებიც იქნებიან მისი ხელმომწერები, ანუ აშშ-ნატო, რუსეთის ფედერაცია და აღნიშნული „სამეული“!
1. აშშ და ნატო პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ნატო-ს ალიანსი არ გაფართოვდება აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ანუ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ განლაგდება მისი სამხედრო ბაზები!
2. რუსეთის ფედერაციას გაჰყავს მისი ყველა სამხედრო ბაზა, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას სახელმწიფოების ტერიტორიებიდან და აღიარებს ამ სამივე სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ ახდენს ყირიმის დე-ანექსიას, აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დეოკუპაციას და „დამოუკიდებლობის აღიარების“ დეზავუირებას!
3. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უარს ამბობენ გაწევრიანებაზე ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, უწინარესად ნატოში, და აცხადებენ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე განთავსებული იქნება, მხოლოდ მათი ნაციონალური სამხედრო ნაწილები!
P.S. იქნებ, საქართველოს გაურკვეველი პოლიტორიენტაციის ბედოვლათმა ხელისუფლებამ, ისარგებლოს შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც უეჭველად „კვანძის გახსნით დასრულდება“ დასავლეთსა და რუსეთს შორის, რადგან იმდენად „მომწიფებულ-გადამწიფებულია“ ორმხრივად არსებული პრობლემები, რომ მათი ამ მდგომარეობაში შენარჩუნება არც ერთს აღარ აწყობს!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.