„ეროვნულ უმცირესობათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მოადგილე ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და მისი მოადგილე, შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა.
ინფორმაციას ახალქალაქის საკრებულო ავრცელებს.
„მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ელჩს იმისთვის, რომ 2021 წლის სექტემბერში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობას, იმ განსაკუთრებულ როლს, რომელიც საფრანგეთმა შეასრულა საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. აღინიშნა საფრანგეთის უმინშვნელოვანესი როლი საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაში.
ელჩს მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ სომხურ-ფრანგული მეგობრული ურთიერთობა და შესანიშნავი ურთიერთობა არ არის ფორმალური სიტყვები, რომლის დადასტურებაა სომეხი ხალხისადმი მიუკერძოებელი, ძმური დამოკიდებულება, საფრანგეთში დიდი სომხური დიასპორის არსებობა და ა.შ. ამ ურთიერთობის განსახიერებაა შანსონიე შარლ აზნაური, რომელიც იყო სომხური და ფრანგული კულტურის, ენისა და სიმღერის ელჩი მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვნულ საქართველოს“ შეხვედრის ორგანიზებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.