კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს--ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევის მიხედვით საქართველო ევროკავშირის 13 სახელმწიფოს უსწრებს, რეგიონში კი - უდავო ლიდერია.
„დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღეს ჩვენი ქვეყანა თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება. ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს. მათგან ერთ-ერთი ბოლოა Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის წლევანდელი კვლევა, რომლის მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში და მსოფლიოს საუკეთესო 30 ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო პირველი ადგილი დაიკავა იმ კომპონენტში, რომელიც მთავრობასთან მიმართებაში კორუფციის დაბალ რისკს აფასებს. საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს, რეგიონში კი - უდავო ლიდერია. ეს შედეგი შესაძლებელი გახადა ჩვენი ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და მთავრობის ღიაობის მიმართულებით განხორციელებულმა რეფორმებმა.
ჩვენ განუხრელად ვაძლიერებთ ძალისხმევას კორუფციისგან თავისუფლების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის გასაძლიერებლად“,- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.