კახა კალაძე: ვითვალისწინებთ პატარა ჯგუფის მოთხოვნას და დიდ დიღომში საფეხბურთო მოედანთან ერთად, რომელიც აუცილებლად აშენდება, მოეწყობა ასევე, რეკრეაციული სივრცეც, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და პატარებისთვის
09-12-2021, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის "პატარა გარკვეული ჯგუფის" თხოვნას და აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

 


„მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს. ეს არის, ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროგრამა - სპორტული სივრცეების შესახებ. აღნიშნული პროექტები „უეფას“ გრანტით ხორციელდება. ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა ვაკეში, „ფიზკულტურის ინსტიტუტთან“, სამგორის რაიონში, კონკრეტულად ვარკეთილში, გლდანში, მეხუთე მიკრორაიონში, ასევე ნუცუბიძეზე. თუმცა, არიან ადამიანები, პატარა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მოთხოვნა არის, რომ არა სტადიონი, არამედ გაკეთდეს პარკი, ეწინააღმდეგებიან საფეხბურთო სივრცის დიდ დიღომში მოწყობას. ყოველთვის, ისტორიულად, ამ სივრცეში იყო სტადიონი, თუმცა კიდევ ერთხლე ვიმეორებ, პატარა, გარკვეული ჯგუფის მოთხოვნა არის, რომ ამ ადგილზე არა სტადიონი, არამედ გაკეთდეს პარკი. თუმცა 50 მეტრში, ჩვენ გასულ წელს, დავამთავრეთ რეკრეაციული სივრცის განახლება-რეაბილიტაცია, რომელიც მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა. ვითვალისწინებთ ასევე ამ პატარა ჯგუფის მოთხოვნასაც და საფეხბურთო მოედანთან ერთად, რომელიც აუცილებლად აშენდება, მოეწყობა ასევე, რეკრეაციული სივრცეც, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და პატარებისთვის. “, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი