კახა კალაძე: გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები
09-12-2021, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალ შემადგენლობას ავალებს, მოქალაქეებთან ყოველკვირეული კომუნიკაცია იქონიონ.

 


როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გამგეობებში მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს უნდა გაიმართოს და მათ პრობლემებს მოუსმინონ.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის წევრებს ჰქონდეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა-თანადგომა და იცოდეთ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შეიძლება ბევრისთვის მერობა, დედაქალაქის მთავრობის წევრობა გარკვეული თანამდებობა იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენც ეს ძალიან კარგად გაქვთ გათავისებული, ეს არის თბილისელების მსახურება. ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარია საქმე და იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქში არსებობს, ღირსეული პასუხი და რეაგირება სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 


გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის წევრებს სთხოვა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნა კანონს ეწინააღმდეგება, ეს ყველაფერი მოქალაქეებს აუხსნან.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოქალაქეთა ჩართულობა იმ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. მოქალაქეების მოსმენა, თუ ვის რა უჭირს, რა თანადგომაა საჭირო. ამიტომ, გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ მათ. კარგად მესმის, რომ რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ როცა რაღაცას ვერ ვუკეთებთ ან რაღაც შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი დაიცოდეს, რატომ ვერ სრულდება კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს და რატომ ვერ კეთდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 


მისივე თქმით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს იწარმოებს დედაქალაქის მერიაშიც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი