როგორი მდგომარეობაა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი სტიქიის შემდეგ?
13-11-2015, 00:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერმა ქარმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხეები მოგლიჯა, უხვი ნალექის მოსვლამ კი ბაღდათი-საირმის გზაზე მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, რამაც საავტომობილო გადაადგილება შეზღუდა. სტიქიის შედეგად, მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და სათბურები.

 

 

როგორც guardian.ge -ს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ განუცხადა, სოფელ წითელ ხევთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ამ დრომდე ჩაკეტილია და სოფლის მიმართულებით მხოლოდ ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი.

 

 


გუშინ ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზაც გადაიკეტა, თუმცა ირაკლი გეგეშიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტომანქანების აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია, გზის სრულად გაწმენდითი სამუშაოები კი ინტენსიურად მიმდინარეობს.

 


ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები აქტიურად არიან ჩაბმული არსებული სიტუაციის აღმოფხვრაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი