კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია... არავის ვუსურვებ იგივე გაეკეთებინოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთეს
09-12-2021, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალონ, პირველ რიგში, პატიება უნდა ითხოვოს.

 


ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის წინაშე კონკრეტული დანაშაულებიაქვს ჩადენილი.

 


მისი თქმით, არასწორია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ.

 

 

„მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია. ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. არავის უხარია მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი ბრალდებულის დაპატიმრება, მაგრამ როდესაც მის უკან დგას დანაშაულები, რაც საქართველოს მოსახლეობას აკადრა, სხვანაირად შეუძლებელია. არავის ვუსურვებ იგივე გაეკეთებინოს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მიხეილ სააკაშვილმა გააკეთეს. რაც შეეხება შერიგებას, აქამდე რომ მიხვიდე, უნდა აღიარო, მერე უნდა ითხოვო პატიება და შეწყალება. ჩვენ რას ვხედავთ?! პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებენ და თან შეწყალებას სთხოვენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი