თერჯოლაში, ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებზე პრობლემები შეიქმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განცხადებით, ისევ ადიდდა მდინარე ჩხარა, რამაც დაზიანებულ მონაკვეთზე წყლის მოვარდნა გამოიწვია.
"აღდგენით სამუშაოებზე სირთულეები შეიქმნა. ისევ ადიდდა წყალი. მუშებს გუშინ ჩაყრილი წყალგამტარი მილების უკან ამოღება მოუწიათ, რადგან ადიდებულმა მდინარემ ამ მილების წაღების საფრთხე წარმოქმნა. გუშინ ვვარაუდობდით, რომ დღეს გაიხსნებოდა გზა. სამუშაოები ისევ გრძელდება და ისევ ვგეგმავთ, რომ გზა დღის ბოლოს გაიხსნას", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ზესტაფონი-ქუთაისის ცენტრალური საავტომობილო გზა მდინარე ჩხარამ დააზიანა. ადიდებულმა მდინარემ ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთი წაიღო, რის გამოც დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.