სამხედრო მოსამსახურის შვილი, ანანო სანიკიძე უკვე თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის
09-12-2021, 22:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო მოსამსახურის, რომან სანიკიძის შვილს, 11 წლის ანანო სანიკიძეს რამდენიმე კვირის წინ, ავარიის შედეგად დაუზიანდა თავის ტვინი, დაქვეითებული აქვს მოტორული ფუნქციები და უჭირს მეტყველება. სამხედრო მოსამსახურე, რომან სანიკიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის.

 


„22 ოქტომბერი იყო დღე, რომელმაც თითქმის შეაჩერა ჩემი ოჯახის ცხოვრება. ჩემს 11 წლის ქალიშვილს, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, მანქანამ დაარტყა და ამით თავდაყირა დააყენა მისი ბედნიერი რეალობა, მისი აწმყო და მომავალი... მაგრამ, ღირსეული და ღვთისნიერი ადამიანების დახმარებით, რომლებმაც თავიანთი შვილების გამოსაკვები ბოლო თეთრები გაიღეს ანანოს გადარჩენისა და მკურნალობისთვის, ჩვენ დღეს თურქეთში, კერძოდ, სტამბოლის ერთ-ერთი კლინიკაში ვცდილობთ მისი ჯანმრთელობის აღდგენას. მე, როგორც ჯარისკაცმა, რომელიც 26-ე წელია ვემსახურები სამშობლოს, მინდა მადლიერებით აღვნიშნო თავდაცვის სამინისტროს ჩართულობა და მხარდაჭერა განსაცდელის პირველივე დღეებიდან. თავდაცვის მინისტრი, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე უშუალოდ ჩაერთო საორგანიზაციო და დაფინანსების საკითხებში, რათა ჩემი შვილი სწრაფად გადაგვეყვანა თურქეთის საუკეთესო კლინიკაში, სადაც მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურასა და რეაბილიტაციაზე მაღალკვალიფიციური ექიმები იზრუნებდნენ. თავდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა ანანოს ოპერაცია, რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი კი გასავლელი გვაქვს, ამ ყველაფრისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ მინისტრს, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და თავდაცვის ძალების წევრ თითოეულ სამხედრო თუ სამოქალაქო პირს, თბილისის მერიას, ტარიელ ტყემალაძეს, ჯანდაცვის სამინისტროს და ქართველ ერს, რომელთა წვლილი შეუფასებელია ჩემი შვილის გადარჩენის საქმეში“, - წერს რომან სანიკიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი