სულ მცირე 53 ადამიანია გარდაცვლილი და ათეულობით სხვას დაზიანებები აქვს მიღებული, ზოგიერთს სერიოზული, სამხრეთ მექსიკაში, მას შემდეგ, რაც სატვირთო ავტომობილი, რომელშიც ეს ადამიანები იმყოფებოდნენ, ავარიაში მოჰყვა. გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.
როგორც BBC იუწყება, 100-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც, როგორც ამბობენ, მიგრანტები იყვნენ ცენტრალური ამერიკიდან, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში შტატ ჩიაპასში ჩასვეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სატვირთო ავტომანქანაში მყოფებიდან უმრავლესობა ჰონდურასიდან და გვატემალადან იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ჩიაპასის შტატის დედაქალაქ ტუქსტლა გუტიერესკენ მიმავალ მთავარ გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მკვეთრ მოსახვევში გადატრიალდა და ფეხით მოსიარულეთა ხიდს შეეჯახა.
ჩიაპასი, რომელიც გუატემალას ესაზღვრება, მთავარი სატრანზიტო პუნქტია დოკუმენტების არმქონე მიგრანტებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.