რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ: საქართველოში ფასები გაიზარდა ყველაზე მეტად არა მხოლოდ რეგიონში (გარდა თურქეთისა), არამედ ვიმყოფებით მსოფლიოში იმ 15 ქვეყნის რიგებში, სადაც ყველაზე მაღალი ინფლაციაა
10-12-2021, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნულმა ბანკმა ბევრი უგუნური რეგულაცია დააწესა და ერთსაც თუ დაუმატებს, რომელიც მთლად უგუნური არ იქნება, სწორს იზამს - უნდა აკრძალოს კომერციული ბანკების სესხების პროცენტების მიბმა ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების განაკვეთთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

გოცირიძის შეფასებით, „ასეთი პრაქტიკა ძირს უთხრის ეროვნული ბანკის მიერ ანტიინფლაციური პოლიტიკის გატარებას, ანტაგონისტურად განაწყობს მოქალაქეებს ეროვნული ბანკის მიმართ და ნიღბავს რეალურ სურათს, როდესაც სესხის პროცენტის დაწესება არის კომერციული ბანკების და არა ეროვნული ბანკის პრეროგატივა“.

„კომერციული ბანკებიც მშვიდად და უპასუხისმგებლოდ ეწევიან საპროცენტო განაკვეთებით მანიპულაციას, იციან რა, რომ კლიენტების რისხვა უსამართლოდ იქნება გადატანილი ეროვნულ ბანკზე.

 

 

რეფინანსირების განაკვეთის ირგვლივ წარმოქმნილი ვნებათაღელვა ნათლად მიუთითებს ეროვნული ბანკის ან თვალთმაქცობაზე ან არაპროფესიონალიზმზე, როცა აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხები არ იწვევენ ფასების ზრდას ან ლარის გაუფასურებას, რადგან იგი ემსახურება ფულის მოკლევადიან მიწოდებას ( ე. წ. „ლიკვიდობის“ პრობლემის მოგვარებას), მაშინ როცა კომერციული ბანკები ამ სესხებს განიხილავენ როგორც გრძელვადიანი დაკრედიტების წყაროს და აქედან გამომდინარე, ცვლიან კრედიტების პროცენტს ეროვნული ბანკიდან მიღებული ფულის ღირებულების შესაბამისად.

 

 

მხოლოდ რეფინანსირების სესხების ცლილება რომ შველოდეს საქმეს, მსოფლიოში ფასები ზრდის პრობლემაც არ იარსებებდა. როცა ეროვნული ბანკი ერთი ხელით ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას (ზრდის რეფინანსირების განაკვეთს) და მეორე ხელით დიდძალ რესურსებს აწვდის კომერციულ ბანკებს (2,5 მილიარდი ლარი გასულ კვირას), ანუ ეწევა იაფი ფულის პოლიტიკას, შედეგიც სახეზეა - საქართველოში ფასები გაიზარდა ყველაზე მეტად არა მხოლოდ რეგიონში (გარდა თურქეთისა), არამედ ვიმყოფებით მსოფლიოში იმ 15 ქვეყნის რიგებში, სადაც ყველაზე მაღალი ინფლაციაა. ამას, რა თქმა უნდა, მთავრობის არასწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკაც განაპირობებს.

 


მოკლედ, შეწყვიტონ კომერციულმა ბანკებმა სესხების მიბმა რეფინანსირების განაკვეთზე!“ - წერს გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი