„არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მან არ იცოდა, არსებობდა თუ არა კონკრეტული თანამდებობა, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობდა.
„გაუგებარია იან კელის განცხადება. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.