უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა, რწმუნებათა სიგელები გადასცა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩის ხანმოკლე საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობები. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში.
ამასთანავე, სტრატეგიული საბჭოს პირველი სხდომის ორგანიზაციისა და მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.